„1-ლი იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების სახელწმიფო დახმარების თანხა 1 000 ნაცვლად 2 000 ლარი გახდება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

„დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური. ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს. გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდში კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გავაორმაგოთ დახმარება.

მანამდე გახსოვთ, ჩვენ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ეს ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ“, – აღნიშნა პრემიერა.

გაზიარება