“ყველა პირობაა არის შექმნილი ამ დაწესებულებაში. გარდა ამისა, შეთავაზება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რომ შეუძლიათ ჩამოიყვანონ ნებისმიერი უცხოელი ექიმი”, – განაცხადა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “იმედი Live “.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გაცილებით დიდია ის ხარჯი, რაც ქვეყანამ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გასწია.
,,არის აბსოლუტურად კომფორტული პალატა, სამედიცინო დაწესებულებაში და არის შეთავაზება, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი. ალბათ, ხარჯებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. უკვე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, სხვათაშორის, სახელმწიფოს სააკაშვილის ყოფნა. მე როგორც ვიცი, 200,000 ლარზე მეტია ჯამური ხარჯი ამ ოთხასი დღის განმავლობაში და ამ ხარჯებს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, თუმცა ეს ხარჯი არაფერია იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რაც მილიარდებს უდრის,” – განაცხადა კობახიძემ.