„ეს უკრების საელჩოს კარის კაცი რა ტონით ელაპარაკება ჩვენ ქვეყანას, თავს რამდენის უფლებას აძლევს?!  მეორე ფრონტის საკითხი სპეკულაციააო და საკუთარი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები ჩვენ შევახსენოთ?!“- წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „ფეისბუკში“.

შაქარიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიას გამოეხმაურა,  სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა.

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, 2008 წელს გადმოცემული, ნაყიდი თუ გზაში დაკარგული იარაღის საკითხი თავიანთ მოკავშირე, დავით კეზერაშვილთან გაარკვიონ.

P.S უნდათ ფულად მოთხოვონ უკან და უნდათ ნატურით!“- წერს შაქარიშვილი.

გაზიარება