„2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან წარმოებაში ერთი საჩივარიც კი არ მიუღია“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, პატიმართა პირობების კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად შემდეგი წლის დასაწყისში ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება დაბა ლაითურში, რომელიც ყველა დონის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს.
„პენიტენციურ სისტემაში თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ძალადობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა – მაშინ, როდესაც 2011 წელს არასათანადო მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა და ეს აღიარებული იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ “, – განაცხადა ბრეგაძემ.
„2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან წარმოებაში ერთი საჩივარიც კი არ მიუღია“ – რატი ბრეგაძე
