2025 წლის ბოლოსთვის წალენჯიხის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ ფარგლებში ხორციელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტი ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, სათავე ნაგებობის მოწყობას, რეზერვუარებისა და შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტირება მომავალი წლის დასაწყისიდან იგეგმება, რომლის დასრულებისთანავე ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. პროექტის ღირებულება 27 მილიონი ლარია.

გაზიარება