ქართველი პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნათაძის ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

იგი გახლდათ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

გაზიარება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *