საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში გაიმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ...
საქართველოს მთავრობა მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს და რუს ხალხს უსამძიმრებს.
"საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ...
დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ პარტიად დაფუძნების ყრილობა გაიმართება.
ყრილობაზე აირჩევენ პარტიის მთავარ კომიტეტის შემადგენლობასა და თავმჯდომარეს. ასევე დამტკიცდება პარტიის წესდება და სტრუქტურა.
გარდა ამისა, დამფუძნებელი ყრილობის ფარგლებში აირჩევენ პარტიის სარევიზიო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობასაც.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, „ვილა მოსავალში“ ტარდება სემინარი, რომელზეც განიხილავენ, როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივა მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.
„თბილისი პრაიდის“ გეგმის მიხედვით, ისინი კანონპროექტის ირგვლივ სხვადასხვა მიმართულებით ააგებენ კამპანიას. კერძოდ, დაიწყება საუბარი, რომ კანონპროექტი...
ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის, ანუ უმაღლესი კატეგორიის ქვეყნებს შორის რეიტინგის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში მესამე სახელმწიფოა.
საზოგადოების კეთილდღეობის საზომებს შორის მსოფლიო მასშტაბით მოწინავე არის გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსი, რომელიც აერთიანებს კაცობრიობის განვითარების მრავალ ასპექტს, ეკონომიკურს, სოციალურს, შესაძლებლობებს, არჩევნის თავისუფლებას...
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს დღეების სატელევიზიო არქივი, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ერთი მხრივ, რამდენად უხეშად აკონტროლებდა ნაციონალური მოძრაობა მედიას და მეორე მხრივ, როგორ ეშინოდა მას იმ დღეების გახსენების....
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე განცხადებას ავრცელებს:
„მსურს გამოვეხმაურო 2024 წლის 9 მარტს “TV პირველზე” გასულ ცრუ ინფორმაციის შემცველ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არა მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის, არამედ მთელი სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას.
აშკარაა, რომ...
"ვუზრუნველყოთ კოორდინირებული ქმედება როცა ამის დრო დადგება, როგორც ეს გასულ წელს, მარტის პროტესტების დროს გავაკეთეთ",- ნათქვამია „თბილისი პრაიდის" მიერ საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიწერის წერილში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს...
"ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დეზინფორმაციის მძლავრი ტალღის შედეგად შეცდომაში შეყვანილი ქართული საზოგადოება აამხედრეს იმ კანონის წინააღმდეგ, რაც ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს და რასაც დღეს ევროკავშირი იღებს", - წერს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით,...
„სულ რომ არ გამოჩენილიყო, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის უმრავლესობა მაინც "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის - მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული...