ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ოზურგეთის მერია და მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქალაქის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში და ტურისტულ ზონაში.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, შიდა გზები და...
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას შესაბამისი კომისიები დღეიდან დაიწყებენ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსწრაფესად აღდგენის საკითხები სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო თათბირზე განიხილეს.
უპირველეს ამოცანად გაზმომარაგების, წყალმომარაგებისა და დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა დასახელდა.
ძლიერმა წყალმოვარდნამ გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა...
ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სავარგულები.
სტიქიამ ღვარცოფული და მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის გამოც გზების ნაწილი დაზიანებულია. აბაშაში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.
უამინდობის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ცენტრალურ მაგისტრალზე...
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთში. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, საყანე ფართობები, განვითარდა მეწყერული პროცესები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, სოფლებში შიდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოზურგეთის მერიასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები და გურიის საგანგებო...
საქართველოს მთავრობის მეთაური მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
“ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დიდ დღესასწაულს, სიკეთის გამარჯვების, ურთიერთპატივისცემის, სიკეთის ზეიმის დღეს.
საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების მიმართ პატივისცემით, შემწყნარებლობით, ეს ჩვენი საამაყო ტრადიციაა და ასე იქნება მუდამ. ჩვენ ერთად ვაშენებდით ჩვენს...
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 42-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა....
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი...