პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას და განვითარებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება
„ფლორიდას შტატში, გოლფის მოედანზე ყოფნისას, დონალდ ტრამპისა და მისი მეგობრების მისამართით “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატით რამდენიმე გასროლის განმხორციელებელი პირი ადგილზევე დააკავეს. ამჯერად მსხვერპლის გარეშე დასრულდა ყველაფერი.
მაგრამ “გრძელი ენის” მქონე ტელეკომპანია “ABC News-ის” ის თანამშრომელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპთან დებატების წინ კამალა ჰარისის ხელში წინასწარ მოხვდა სავარაუდო შეკითხვების სია – “შემთხვევით” დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში…
ამაზე წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი-ქალბატონი მარჯორი ტეილორ გრინი. ამერიკული საარჩევნო კამპანია აგრძელებს თავის წინსვლას, როგორც ჩანს, დრამატურგიულად მეტად დატვირთული ფინალისკენ”, – წერს დავით ქართველიშვილი”ფეისბუკის” გვერდზე.