“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ნინო ლომჯარიას არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია.
“ველოდები, როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ უმეცარია, აზრი არ მოეკითხება და მას არავინ უნდა ენდოს, ვინაიდან მთელი წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების გაუყალბებლობაში არწმუნებდა საზოგადოებას.
ან იტყვის სიმართლეს, რომ ის არის აფერისტი. მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა. მოტივირებულია, რომ არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს და დაინტერესებულია საზოგადოების არასწორი ინფორმაციით გამოკვებით.
ამ ყველაფრის მორალი კი ის არის, რომ ნინო ლომჯარიასთანები ფეხქვეშ თელავენ ჩვენი საზოგადოების ხმებს და ამით ცდილობენ, ადამიანების არჩევანი დაასამარონ”, – წერს ნინო წილოსანი “ფეისბუკის” გვერდზე.
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ფორმულას” ეთერში არჩევნებამდე ამბობდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, ხოლო ხმის ფარულობასთან დაკავშირებით აცხადებდა: “სრულიად დარწმუნებული იყავით, ჩვენო მოქალაქეებო, რომ კონფიდენციალურობა დაცული იქნება და ის, რომ ვიღაც შემდეგ გაიგებს თქვენს ხმას, გამორიცხულია”, – ამტკიცებდა ლომჯარია.