“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის აქციას, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობს. ქადაგიძე მიანიშნებს, რომ აქცია მცირერიცხოვანია, თუმცა თავად ოპოზიცია მას უპრეცედენტოდ მასშტაბურს უწოდებს.

“ჩრდილებითაც, რომ ვერ მრავლდებიან ეს საცოდავები))) ნიკა მელია ამბობს, ასეთი მასშტაბური მსვლელობა მე არ მახსოვსო და კადრი ლაივის”, – წერს ქადაგიძე და აქციის ფოტოს ავრცელებს.