“ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, ყველამ, ერთადაც რომ გააპროტესტოს ქუჩაში მათი ფავორიტების მარცხი, ეს მაინც ვერ იქნება საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ხმის გამბათილებელი, ვინაიდან “ქართულ ოცნებას” მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.”- წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
“პოლიტიკურად და სამართლებრივად უვიცი პრეზიდენტის საჯარო ვნებანი
სალომე რომ უვიცი იყო (უსინდისოსთან ერთად), ყველამ ვიცოდით, მაგრამ თუ ყველა გარშემო მყოფი იურისტიც ასეთი უვიცი ჰყავდა, ეს მხოლოდ დღევანდელ ბრიფინგზე გაგვაგებინა”, – წერს სოციალურ ქსელში წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე.
“15 წუთიანი ფუჭი საუბრით ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ მთელი საქართველო და მსოფლიო არ ცნობს 26 ოქტომბრის არჩევნებსო, მხოლოდ ბრიფინგის ბოლოს გათქვა მთავარი სათქმელი,- ოღონდ მე დამტოვეთ თანამდებობაზე, 6 წელი ვიყავი პრეზიდენტი, ძალიან გამიტკბა პრივილეგიები, რაც ამ თანამდებობას ახლავს. ოღონდ გამიგრძელეთ პრეზიდენტობის ვადა და რას დავეძებ, დარჩეს „პრორუსული“ პარლამენტიც და მთავრობაცო.
უცბად დაივიწყა მის მიერვე პრეზენტირებული „საქართველოს გადამრჩენელი“ ქართული ქარტია და სხვა ყველაფერი.
სალომე როდესაც ამტკიცებდა, მთელი საქართველო 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგიაო, როგორც ჩანს, გულისხმობდა საპროტესტო აქციებზე გამოსულ რამდენიმე ასეულ ან რამდენიმე ათასეულ ადამიანს.
აქეთ სალომე და იქით ოთხად გადანაწილებული ოპოზიცია, თითქმის ერთი თვეა ხმის ჩახლეჩამდე ამაოდ მოუწოდებენ „მთელ საქართველოს“ მათთან შეერთებისკენ.
„შესანიშნავმა ოთხეულმა“, თბილისში, 287 ათასი ხმა აიღი, ხოლო მთელ საქართველოში – 785 ათასი ხმა.
ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, ყველამ, ერთადაც რომ გააპროტესტოს ქუჩაში მათი ფავორიტების მარცხი, ეს მაინც ვერ იქნება საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ხმის გამბათილებელი, ვინაიდან “ქართულ ოცნებას” მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. აქედან გამომდინარე, უმცირესობის პერმანენტული აქციები, ვერაფრით ვერ გახდება უმრავლესობის ხმების უგულებელყოფის საფუძველი.
როდესაც ეს უვიცი ქალი ამტკიცებდა, ჩვენი „პარტნიორი დემოკრატიული“ ქვეყნებიდან არავინ ცნობს ამ არჩევნებსო, ასეთი ქვეყნების რიგებიდან მაშინვე ამორიცხა ჩვენი სამივე მეზობელი (სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი), რომლებმაც ლეგიტიმურადაც აღიარეს არჩევნები და ხელისუფლებასაც მიულოცეს გამარჯვება. აი, ამ ქვეყნებზე პირდაპირ მიანიშნა, რომ ისინი არც ჩვენი ქვეყნის პარტნიორები არიან და არც დემოკრატიულებიო.
ის მაინც როგორ ვერ ისწავლა ამდენი წლის დიპლომატიური გამოცდილების მქონე ამ უვიცმა ქალმა, რომ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოებზე (მით უმეტეს, მეზობლებზე) ასე ურცხვად აცხადებს, რომ ისინი არადემოკრატიულები არიან, ეს დიპლომატიური სკანდალია და ამისათვის ეს ქვეყნები ალბათ პოლიტიკურ დემარშსაც მოაწყობდნენ, სერიოზულად რომ აღიქვამდნენ სალომეს ფიგურას.
რაც შეეხება სამართლებრივ უვიცობას, ამის დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ ამ ქალმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დააანონსა და კონსტიტუციის ერთ მუხლზეც კი ვერ მიუთითა, რომელზე დაყრდნობითაც ხვალ აპირებს სარჩელის შეტანას. არადა სწორედ კონსტუტუციით არის განსაზღვრული ყველა ის ნორმა და პროცედურა, რომელზე დაყრდნობითაც საკონსტიტუციო ვადაში ცესკომ გაიარა პროცედურა და დაიცვა ის ვადები, რომელიც სწორედ კონსტიტუციაშია მითითებული.
მაგრამ მისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ყველა საშუალებით ეძებს საკუთარი პრეზიდენტობის ვადის გადაწევის საბაბს და ხელისუფლებაში დარჩენის გზებს, ამისათვის კი ცდილობს, ყველა უსინდისო და მოღალატეობრივი საშუალების გამოყენებას, იგი მზად არის, ეშმაკსაც კი შეეკრას.
აქ სპეციალურად არაფერს ვამბობთ არჩევნების „ფარულობისა და საყოველთაობის“ ვითომდა დარღვევის საფუძვლებზე, რომლის გასაჩივრებასაც უტიფრად აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში. ფარულობაზე ცესკოს წარმომადგენლების მიერ ჩატარებულმა საჯარო ექსპერიმენტმა უპასუხა და ყველას დაანახვა, რომ ვისაც არ უნდოდა საარჩევნო ფურცლის მეორე მხარეს მისი არჩევანის მდებარეობის გამოჩენა, თავისუფლად შეეძლო ამის დაფარვა, ხოლო რაც შეეხება ემიგრანტების ხმებს, ის თითქმის 5-6-ჯერ აღემატებოდა 2020 და წინა წლებში არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას და რატომ 2020 წელს არ გააპროტესტა ამ უვიცმა და უსინდისო ქალმა ეს ფაქტი, მაშინაც ხომ პრეზიდენტი იყო?” – წერს ნანა კაკაბაძე “ფეისბუკის” გვერდზე.