“ტყუილის გარშემო ხალხის მობილიზება შეუძლებელია და ეს უნდა გაიგონ ოპოზიციამაც და მისმა პატრონებმაც. 12 წელია, მუდმივად ყვირიან, – გაგვიყალბესო. თუ ეს მართლაც ასეა, ესე იგი, “სიტყვაფანდურები” ყოფილან, და ეს რომ ასე არ არის, იმიტომ მიტინგობენ მუდმივად ხალხის გარეშე”, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუდნაძე.
“ოპოზიციამ წაგების აღიარება უნდა ისწავლოს, თორემ მალე საკუთარი ამომრჩევლის ხმასაც დაკარგავს და, თუ შინ არ ივარგებს, გარეთ “ნადირობაც” ხეირს ვერ მისცემს. კისრიდან ბაწარს შეხსნიან და ირბენენ აღმა-დაღმა, უპატრონოდ.
პრეზიდენტმაც “ფარულობა” დაარღვია და “გულის ზრახვები” გარეთ გამოფინა – პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის მიუხედავად, კიდევ მაპრეზიდენტეთო. ყველას ყველაფერი უნდა, არადა, ამის არც თავი აქვთ და არც “ბოლო”.
ბრძენია საზოგადოება და, ზოგჯერ ზედმეტი ხმაურის თუ ზედმეტი სიჩუმის მიუხედავად, ყველას საკადრის შეფასებას აძლევს. დღეს ის ოპოზიციას, სრულიად დამსახურებულად, არ ენდობა”, – წერს ხუნდაძე “ფეისბუკის” გვერდზე.