„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის მიერ წმინდა გიორგის ხატის შეცვლასა და მასზე შავი ლაქის მიხატვას ეხმაურება.

„რატომ გიკვირთ, ამ უსამშობლოს მკრეხელობა?! სააკაშვილი, რომ ღლიცინებს წმინდანებზე ეგ ჩანაწერი არ გახსოვთ? ჰოდა,  იმავე დამოკიდებულებით აგრძელებენ ეს ნაძირალები ყველაფერი ქართულისა და ტრადიციულის მიმართ.

რა შეიცვალა? ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას – საპატრიარქოს რუსეთის ინსტიტუციად აცხადებენ, პატრიარქს აგენტად, მღვდლებზე ამორალურ სიუჟეტებს ამზადებენ, წმინდანებსა და მეფეებს აგინებენ,  სკოლებში “ლგბტ” პროპაგანდის დანერგვას ემხრობიან.

თუ პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას, საკუთარი მამიდების გაქირავება დასჭირდება, მაგასაც იზამენ და ნუ გიკვირთ ამ “ოგბუნუჯუს ხურდის” ეს საქციელი, ყველაზე ავთენტური საქციელია უსამშობლოსგან!“- წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.