ონის მერიის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან პრობლემურ უბნებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.

გზების წმენდის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.

დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით, მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობას.
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის. ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.