პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ლიბერალების ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„კიდევ ერთი ნათელი მაგალითი კლასიკური ორმაგი სტანდარტებისა – მიხაელ როთის გერმანიის ხელისუფლება ნაწყენია ილონ მასკზე, თავის საშინაო პოლიტიკაში “უხეში ჩარევის” გამო. აი, იმ როთის გერმანიის ხელისუფლება, რომელიც ერევა კი არა – უხეშად “ბანაობს” საქართველოს საშინაო საქმეებში. თურმე, როგორ გაბედა ილონ მასკმა პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ღია მხარდაჭერის გამოხატვა. გამოცემა „Bild“-ის თანახმად, მთავრობის პრეს-მდივანი ქრისტიანა ჰოფმანი “შეწუხებულია მოვლენათა მსგავსი განვითარებით”.

არანაკლებად აღშფოთებულად შეშფოთებულია ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი, რომელმაც ილონ მასკის “ა/გ”-ს მიმართ მხარდამჭერ განცხადებას “საკმაოდ პრობლემატური და უღირსი” უწოდა. მსგავსი შეშფოთებული აღშფოთება გამოთქვა ოპოზიციური “ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ელმარ ბროკმა და არ გამორიცხა, რომ ილონ მასკის პლატფორმა „Х“ აქტიურად ჩაერთვება თებერვალში, გერმანიაში ჩასატარებელ არჩევნებში.

მაორის ტომს თუ ოკეანიის სხვა რომელიმე აბორიგენებს, თავის დროზე ბუმერანგი რომ არ გამოეგონებინათ – ამას წარმატებით გააკეთებდნენ ლიბერალური ფაშიზმის მიმდევარი პოლიტიკოსები “, – წერს დავით ქართველიშვილი.