კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის აქციაზე გამოსვლას გამოეხმაურა.

„პარიზელი ქაჯუნა აქციაზე მივიდა! ლუდოვიკო XIV დარად განაცხადა: სახელმწიფო მე ვარო! ჯარის ერთადერთი და განუმეორებელი მთავარსარდალი მე ვარო!

მამაჩემი ამ გიმნაზიაში, ილიასა და აკაკის კლასში სწავლობდაო!

ბიძინა ზურაბიშვილების სასახლეში დაიბარა! ხალხი 29-ში – შიგ ევროპაში!

სე ლა ვი!” – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში „X-ში“.