“არჩევნებზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე”, – განაცხადა პრემიერთან შეხვედრამდე “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელმა ირაკლი იაშვილმა.
„რომ გამოვალ, ალბათ, მერე ჯობს საუბარი. ხომ უნდა გავიგო, რაზეა საუბარი? დამპატიჟეს და მოვედი, მაინტერესებს – იმიტომ, რომ 30 წელიწადია, ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა და ჩვენც, მათ შორის, და ახლა მინდა, რომ გავიგო, მომავალში რა გველოდება – როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა – ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ?
ეს ნალოლიავები 30 წელი, ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. “ჩამოვაქციოთ ლარი”, – მესმის მოთხოვნები. არ ვუერთდები მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ.
გამოსავალი იმაშია, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს, რაც იცის. პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. ჩემი მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ ვუერთდები პეტიციას“, – აღნიშნა იაშვილმა.