“აქამდე ძალიან ბევრ რამეს და ვინმეს ვითვალისწინებდი და ეს არასდროს გამიხმოვანებია, მაგრამ, რადგან აქამდე მიხვედით და შუბლის ძარღვი ბოლომდე გაიწყვიტეთ, მეც აღარაფერი მაქვს თქვენთან მოსარიდებელი! დაე, ყველამ იცოდეთ: 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები მტერს აკვდებოდნენ , ,”თიბისი ბანკის” ვაკის ოფისიდან გამოვიდა ორი სატვირთო მანქანა, რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით! მათ წითელი ხიდის გავლით გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ. ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში”, – წერს უფლებადამცველი ბესო დანელია სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

“მამუკა ხაზარაძევ, რა მორალური უფლება გაქვს, მიმართო ქართულ ჯარს და ანწუხელიძე ახსენო? მაშინ რატომ არ გაგახსენდა სამშობლო, ქართული ჯარი, ჩვენი დაღუპული ბიჭები და, თუნდაც, მათი ოჯახები?! შენი აუარებელი ქონებიდან და, თუნდაც, იმ ორი “კამაზიდან” ერთი პროცენტი მაინც რატომ არ მოახმარე მათ და მათ ოჯახებს, ახლა ,,ევრომაიდანს” რომ გვიფინანსებ და ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას ლამობ! ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს და ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ფაქტები დევს, სადაც საჭიროა! ისე ნუ იზამთ, ისეთები გავაჟღერო, რომ ამ ქვეყანაში არ დაგედგომებოდეთ! ცოტა “აკურატნად” იყავით! თქვენი ქონებისა და პირადი კეთილდღეობის გარდა, არაფერი გაღელვებდათ და გაღელვებთ. წადით, ნახეთ თქვენი გზა და საკეთებელი, ბიძიკო. მევახშეების ჩოლოყაშვილობა არსად გაგონილა!“ – აღნიშნავს ბესო დანელია.