„ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს “ქართულ ქარტიას?” ლამის დაკლეს ერთმანეთი მან და ოპოზიციურმა “четверка-მ”, როგორც კი საქმე ტექნიკურ მთავრობამდე და ძალაუფლების გაყოფამდე მივიდა. ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ “საბჭოს,” რომელსაც ახლა ქმნიან. თუნდაც, მათი გუშინდელი კომენტარებიდან გამომდინარე”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
“ანუ, როცა სჭირდებათ, სალომე კარგია, როცა რამე მისებურს დაახეთქებს, მაშინ – ცუდი.
ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ ერთ რამეს გვეუბნება – მათი ევროპულობა და ა.შ. ფასადია და მეტი არაფერი. არც ერთ იმ ოპოზიციურ ლიდერს არაფერი სცხია ევროპულობის. ხოლო, რაც სინამდვილეში სცხიათ, დისტანციიდანაც კი იგრძნობა იმის მყრალი სუნი“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.