„არაფერია. ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული “სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს” და საქართველო, მისი მეთაურობით, ახლო მომავალში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო გახდება“, – ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, აშშ-ს მიერ, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
„მალა, მალა ბაიდენკრატიამ, მაგრამ ბოლოს წასვლის დროს იძულებული გახდა ეღიარებინა. სახელდობრ რა?
გახსოვთ ალბათ ბიძინა ივანიშვილს, მის კუთვნილ თანხებს, როგორ უჩერებდა შვეიცარიის ბანკი ბაიდენის ადმინისტრაციის ხელდების გამო. მართალია ამ საყოველთაოდ გახმაურებულ საქმეში ბაიდენის “შაიკას” კუდი მკაფიოდ უჩანდა, მაგრამ ამას ოვალური სახლის იმდროინდელი მესვეურები თაღლითურად, ჩვეულებრივ სამართლებრივ დავად აცხადებდნენ და იძახდნენ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო. მაგრამ როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ეს სამართლებრივი დავა მოიგო და კუთვნილი თანხები ის-ის იყო უნდა უნდა მიეღო. აქ კი ვერ შეიკავეს თავი და ამ დროს გამოჩნდა ნამდვილი სახე აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისა. აშკარად დღისით, მზისით გამოვიდნენ მთელი მსოფლიოს თვალწინ და ქართველი კაცი სამშობლოს სიყვარულისთვის დ ა ა ს ა ნ ქ ც ი რ ე ს“, – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.