“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, პია კაუმას მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას ეხმაურება.

“კიდევ დარჩა კითხვები, “დიფ სთეითი” და არაფორმალური გავლენები სად არის ევროპაშიო?

ერთი დღით ადრე, მოდიოდა და ახლა გადადო ვიზიტი, ისეთი ბულინგი ატეხეს კუბილიუსებმა, უილსონებმა და მთელმა ლიბერალურმა კონგლომერატმა, რომ ჩამოსულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა.

მოკლედ, სანამ სრულად არ მოხდება ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟი მსოფლიოში, საქართველოსაც არ დაეთმობიან. რაც უფრო ახლოვდება, ტრამპის ინაუგურაცია, უფრო გავეშებულები ხდებიან, რადგან ბოლო გაფართხალება აქვთ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.