“მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობა, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია.
“ასევე გადავხედოთ ყველა იმ მავნებლურ ხელშეკრულებებს, რომლებიც შევარდნაძის და მისი ხელდასმულის, სააკაშვილის მთავრობამ დადო. მგონი არ არის ცუდი აზრი. ამის მორალური უფლება, მხოლოდ პროქართულ პოლიტიკურ ძალას, “ქართულ ოცნებას” აქვს. ვიფიქროთ ამაზე და გავხსნათ მსჯელობა ქვეყანაში”, – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.