„2016 წლიდან, “ფეისბუკსა” და “ინსტაგრამზე” “ფაქტების შემოწმების პროგრამის” ამოქმედების დღიდან, სიტყვის თავისუფლების, აზრის გამოთქმის თავისუფლების წინააღმდეგ რა კამპანიასაც ჩაუდგნენ სათავეში ჩვენი ნაც-ინკვიზიტორები, ყველამ ჩემზე უკეთესად იცით. უამრავი იყავით “კინწურაშვილის კანტორის” მსხვერპლი. სხვათა შორის, მე- იშვიათად, რაც დღემდე მაოცებს. და პირიქით – მარწმუნებს, რომ ჩემს პუბლიკაციებში სწორ ტაქტიკას მივაგენი: სიმართლე და, აზრის გამოხატვისას – კორექტულობა“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.
„დღეიდან ეს საინკვიზიციო პროგრამა დახურულად არის გამოცხადებული, რაც ილონ მასკის დამსახურებაა – იმ ილონ მასკის, რომლის დამანგრეველ, ანტილიბერალურ “ცუნამთან ” შეეწინააღმდეგებას მაკრონი თუ ბედავს, ან – ჯერ კიდევ კანცლერ შოლცის პრესსამსახური.
ჩვენი სექტანტები ილონ მასკს ჯიუტად “არ იმჩნევენ”. მათ ხომ ათასდოლარიანი ჯო უილსონი ჰყავთ “მაშველ რგოლად”. ისინი ვერც დონალდ ტრამპს უბედავენ წინა წლების თამამი ბრალდებების გამეორებას – “ივანიშვილის დაფინანსებული კრემლის აგენტი, რუსი” და ა.შ.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაკკეინის ინსტიტუტისა არ იყოს, რომლისთვისაც სტიპენდიატი ზურაბიშვილი დღემდე “საქართველოს პრეზიდენტია”, 20 იანვრის შემდეგ ჩვენი ნაცკლასტერისთვისაც “აშუშუს დირექტორად” არა ლეგიტიმური ტრამპი, არამედ ჯო უილსონი იქნება. ჩვენ კი, მარხვიდან შემორჩენილი “ბატიბუტის” თანხლებით, მორიგ საპროტესტო მარშს დაველოდებით რუსთაველზე. ამჯერად, უფუნქციოდ დარჩენილი “ფეისბუკცენზორების”. აბა, სწორდი! სმენა! ნაბიჯით – იარ!“ – აღნიშნავს ქართველიშვილი.