ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობას ეხმაურება.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა აღფრთოვანებულია საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს სანქციები დაუწესესო, მაშინ, როდესაც ევროპელი პენისიონერების წაგლეჯილი ფულების მომლოდინე ამერიკელთა სირცხვილი, კეზერას მორიგი 1000 დოლარიან ტრანშის მომლოდინე კონგრესმენი უილსონი, თავისნაირ “დიშოვი” ლობისტებთან ერთად ჩალის ფასის წერილს გამალებული წერდა საქართველოს სახელმწიფოს და ხალხს ბოიკოტი გამოუცხადეთო, ზუსტად იმ დროს გერმანიაში რამშტაინის შეხვედრაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა აშშ თავდაცვის მინისტრი, მიწვეული იყო და დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ასე რომ, როგორც ვხედავთ ისე მიდის საქმენი ჩვენი ქვეყნისანი – საქართველოს გარე და შინა ავისმოსურნენი მართლაცდა, პირში ჩალაგამოვლებულნი და უპატრონონი რჩებიან სალომესა და როთის ამარა”, – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.