“ბათუმელების” დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებას “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკში” ეხმიანება.

“ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავესო – აღშფოთებულია სრულიად ოპოზიცია, არასამთავრობოები და პარტიული ტელევიზიები. ველოდებით უმკაცრეს განცხადებებს და სანქციებს  ბალტიისპირეთიდან, ჯო უილსონისგან და ბლინკენისგან, ზელენსკიც იტყვის ალბათ ერთ ორ სიტყვას.

ისე მაინტერესებს, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ან აშშ-ში პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის მარტო დაკავებას თუ აკმარებდნენ?!” – წერს ნიკოლეიშვილი.