“შიგ ევროპულ” პროცესში იმდენი “სინდისის პატიმარი” გაჩნდა, სინდისი გამოილია! პოლიტიკა “პოლიტპატიმრებმა” გადაინაწილეს!“ – წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა.

„დარჩა პოლიტიკისგან დაცლილი, უსინდისო ქუჩის პროტესტი! ევროპასა და აშშ-ში პოლიტიკური სინდისის მწვავე დეფიციტის გამო, იმპორტი შეწყდა! დარჩნენ როთის “ღირსების” ანაბარა!“ – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელ „X-ში“.