„თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან ზაფხულამდე არ დაიწყება, ისეთი პროცესები იჩენს თავს, რაც უკრაინის არსებობას შეუქმნის საფრთხეს“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბუდანოვმა ეს განცხადება უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებთან დახურული შეხვედრის დროს გააკეთა.

„გენშტაბის წარმომადგენლები თავიდან ძალიან ჩახლართულად, მაგრამ საინტერესოდ ჰყვებოდნენ. შემდეგ იყო სხვადასხვა ანგარიში. მაგრამ ყველაზე მეტად ბუდანოვის პასუხი დაგვამახსოვრდა. ვიღაცამ მას ჰკითხა, რამდენი დრო გვაქვს. და კირილმა ცივი ღიმილით თქვა: „თუ ზაფხულამდე სერიოზული მოლაპარაკებები არ იქნება, შემდეგ, შესაძლოა, უკრაინის არსებობისთვის ძალიან სახიფათო პროცესები წარიმართოს“, – განუცხადა მედიას წყარომ.