“მთაწმინდის რაიონის გამგეობამ წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ათ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია – დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. სამუშაოები დაგეგმილია ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის, ასათიანის ქუჩებზე, ამაღლების II შესახვევსა და ასათიანის I და II შესახვევებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში, 10 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.