პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი USAID-თან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვით, პარასკევიდან, ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი შვებულებაში გავა და მათ აშშ-ში დაბრუნება დაევალებათ.
“რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ. მათთვის არასასურველი რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს! ბევრი. კოლექტიური ქეთო ხუციშვილები”, – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.