ტყიბულის მუნიციპალიტეტში მინი სტადიონებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სკვერი და ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი მერკვილაძის ქუჩაზე მოეწყო, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებთან ერთად გახსნა.
სტადიონი შემოისაზღვრა ბადე პანელებით, დამონტაჟდა განათება, კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. იქვე მოეწყო დასასვენებელი სივრცე, რეკრეაციითა და საბავშვო ატრაქციონებით.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 222 ათასი ლარი დაიხარჯა.