სამოგზაურო ბრენდმა “EXPEDIA-მ” ახლახან გაავრცელა წლევანდელი მოგზაურობის ტენდენციები, რომლებიც ამავე პლატფორმის სტატისტიკას ეფუძნება.
ეს სტატისტიკა ასახავს ზაფხულის არდადეგების დაჯავშნის ტენდენციებს 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტამდე პერიოდში და შედარებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან. შედეგად, მოწინავე პოზიციებზე სამი დანიშნულების ადგილი აღმოჩნდა.
მესამე ადგილზეა საქართველოს დედაქალაქი თბილისი, სადაც ვიზიტების რაოდენობა 145%-ით გაიზარდა – მოგზაურები აქტიურად ეცნობიან მის კულტურას, ღამის ცხოვრებასა და გასართობ ადგილებს.
მეორე ადგილზეა ბაზელი (ზრდა – 185%), ხოლო პირველ ადგილს იკავებს ციურიხი (ზრდა – 225%), რაც იმას ნიშნავს, რომ წელს შვეიცარია ლიდერობს.