საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს ხელბურთელებს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ საბერძნეთის წინააღმდეგ და, გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ეროვნული ნაკრებით ზედიზედ მეორედ ვიასპარეზებთ. გთხოვთ ყველას, 8 მაისს, 17:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ ყველამ ერთად მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს. აბა, თქვენ იცით, ბიჭებო! წარმატებები!“ – აღნიშნა თორნიკე შენგელიამ.