საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსმა“ დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმის ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო, მთავრობის გამჭვირვალობით, ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა ე.წ. მწვანე ზონაში, ანუ დადებითად არის შეფასებული.
რაც შეეხება საკუთრივ დემოკრატიის აღქმის ინდექსს, ევროპაში ნორვეგია, დანია და შვედეთი ლიდერობენ, ხოლო ყველა ცუდი შეფასება ევროპის მასშტაბით უკრაინას, საფრანგეთსა და სერბეთს აქვთ.
დემოკრატიის აღქმის ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 10-ზე მეტ სახელმწიფოს: დიდ ბრიტანეთს საფრანგეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს და ა.შ.
საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულშიც მოხვდა, სადაც დემოკრატიას საზოგადოების მხრიდან ყველაზე მაღალი მნიშვნელობა ენიჭება.
საგარეო შემოტევების საფრთხის აღქმით საქართველო მსოფლიო სამეულშია და უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზეა. ამასთან, საქართველოს საზოგადოება ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტად გამოხატავს მზაობას, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უცხოური ძალების შემოტევებისგან.
დემოკრატიის აღქმის ინდექსი დემოკრატიის აღქმის ყველაზე მასშტაბური გამოკვლევაა მსოფლიოში. იგი ეფუძნება 100 ქვეყნის 111 ათასზე მეტი შემფასებელი რესპონდენტის გამოკითხვას.