მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საზეიმო წირვას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
“წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, “საზოგადოება ივერიისას” სპეციალური ჯილდო – ოქროს ჯვარი და საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი გადაეცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.