“Scope Ratings-მა” უძრავი ქონების ქართული დეველოპერის, “Lisi Lake Development-ის” რეიტინგი B პლუსიდან B მინუსამდე შეამცირა, პროგნოზი კი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურით“ შეცვალა. “Scope Ratings-მა” ასევე შეამცირა პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი ვალის რეიტინგი BB- დან B-მდე.
რეიტინგის დაქვეითება გამოწვეულია 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ოპერაციული მაჩვენებლების გაუარესებით, რამაც განაპირობა საკრედიტო მაჩვენებლების გაუარესება, ლიკვიდობასთან დაკავშირებული და მართვის პრობლემები.
პროგნოზის „ნეგატიურით“ შეცვლა არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების რეფინანსირების გარშემო შექმნილ გაურკვევლობას ასახავს, რომელთა დაფარვაც 2024 წლის დეკემბერში უნდა მოხდეს. იგი ასევე ასახავს მოკლევადიანი ვალდებულებების დასაფარად აქტივების გაყიდვაზე დამოკიდებულებას.