“სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა!” – წერს სოციალურ ქსელში “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი.

„მითი

საქართველოს ეკონომიკა 2025-ის მინუს 2 ან მინუს 3.4 პროცენტის შემქმნელები ამბობდნენ:

“დიდი შანსია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამციროს” – იანვარი

რეალობა/ფაქტი – Fitch-ის 30 მაისის განახლება

  • საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა;
  • Fitch ზრდის საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე;
  • Fitch ინფლაციას მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ – 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს“, – წერს გიორგი აბაშიშვილი.