შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „აფხაზეთის“ კონცერტი გაიმართა.
საკონცერტო პროგრამა სახელწოდებით “ქორეონიკონი” აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს. ქორეოგრაფიული ქრონიკების სახით წარმოდგენილი იყო ქართული საცეკვაო და მუსიკალური ფოლკლორის ამსახველი ნიმუშები.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.