ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ წევრის – დავით ქართველიშვილის “ფეისბუკის” პოსტს ეხმაურება.

„დესტრუქციული ოპოზიციისთვის “დიფ სთეითი” მოგონილი სახელწოდებაა და საერთო არ აქვს რეალობასთან. დავით ქართველიშვილის დილის პოსტი დღევანდელი ამერიკისა და “დიფ სთეითის” ღრმა ანალიზია და ამომწურავ პასუხს იძლევა განვითარებულ მოვლენებსა და ომის პარტიის მოქმედ გეგმებზე.
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს, რათა აღარავის გაუჩნდეს კითხვა, თუ რა არის “დიფ სთეითი” და რა საშიშროების მომტანია იგი მსოფლიოსთვის”, – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.