„დიფ სთეითის“ შესახებ დავით ქართველიშვილის ნარკვევი ნამდვილად იმსახურებს ფართო აუდიტორიის ყურადღებას, რადგან წერილში წარმოდგენილი ფაქტები თვალნათლივ გვაჩვენებს „დიფ სთეითის“ გეგმებს და მათ კავშირებს”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

“წერილი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „დიფ სთეითი“ მითი არ არის და აღნიშნული სახელის მიღმა რამდენიმე ოჯახი დგას, რომლის მიზანი მსოფლიო მმართველობის ხელში აღება და მსოფლიოს კონტროლია. ამ ეტაპზე, „დიფ სთეითს“ ფესვები მყარად აქვს გადგმული ამერიკაში, ევროპაში კი ძალაუფლების განმტკიცების ეტაპზე იმყოფება. ის საკუთარი მარიონეტების დახმარებით ასუსტებს ევროპას, რათა შემდგომ ყველაფერი მმართველობის არსებულ ფორმას დააბრალონ.

„დიფ სთეითის“ მიზანია, მმართველობის დღეს არსებული ფორმა დრომოჭმულ, არაეფექტურ მმართველობად წარმოაჩინოს, რათა ხელ-ფეხი გაუხსნას კორპორაციულ მმართველობას.

სწორედ ეს არის მათი მთავარი მიზანი, – მიზნის მისაღწევად აქტიურად იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მარიონეტ პოლიტიკოსებს, ღიად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში, რათა მოხდეს სახელმწიფოების დასუსტება, გამოფიტვა, ეკონომიკური გაღარიბება, რაც ხალხს აიძულებს, დათანხმდეს კორპორაციულ მმართველობას, რომელიც მათ გამდიდრების შესახებ ზღაპრებს დააჯერებს.

სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ნათელ მაგალითს საქართველო წარმოადგენს, სადაც, “ენჯეოს” სახით, მეხუთე კოლონა მოქმედებს, ასევე აქტიურად ჩაერივნენ რუმინეთის არჩევნებში, მოლდოვაში და ა.შ. არ მოსწონთ დამოუკიდებელი მოთამაშეები – ისეთები, როგორებიც ორბანი, ფიცო, ივანიშვილი, კობახიძე და სხვები არიან, რადგან ეს ადამიანები „დიფ სთეითს“ ეწინააღმდეგებიან“, – წერს ჩიხელიძე.