“უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა უაზრო ბრძანებებს გასცემს, რომლებმაც არმია გაანადგურა”, – სტატიას ამ სათაურით გერმანული გამოცემა “Süddeutsche Zeitung-ი” აქვეყნებს.

“დანაკარგები უზარმაზარია, ხელისუფლება ცდილობს ამის დამალვას. უკრაინის არმიამ ჩვენ თვალწინ „წონაში დაიკლო“ და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია”, – წერს გამოცემა.

როგორც “Süddeutsche Zeitung-ი” იუწყება, უკრაინელი ოფიცრის არცერთ პოსტს არ გამოუწვევია ისეთი რეაქცია, როგორიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მეთაურის, ალექსანდრე შირშინის “ფეისბუკის” პოსტმა გამოიწვია. 47-ე ბრიგადა იმ დანაყოფებს შორისაა, რომლებიც 2022/23 წლებში დასავლეთის ჯარების დახმარებით რეფორმირებულნი და ფრონტის ზოგიერთ ცხელ წერტილში გაგზავნილნი არიან.

16 მაისს, ბატალიონის მეთაურმა შირშინმა, კოდური სახელით „გენიოსი“, თავის “ფეისბუკის” გვერდზე მკვეთრად კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა: „არასდროს მიმიღია ისეთი იდიოტური ბრძანება, როგორც დღეს… სიცოცხლის უაზროდ დაკარგვა და სულელი გენერლების წინაშე კანკალი მხოლოდ წარუმატებლობამდე მიგვიყვანს. მათ მხოლოდ გაკიცხვა, გამოძიება და სასჯელის დაწესება შეუძლიათ. შეიძლება, ყველა ჯოჯოხეთში მოხვდეს. პოლიტიკურ თამაშებს და სიტუაციის შეფასებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან შესაძლებლობებთან“, – წერს ბატალიონის მეთაური და თავის პოსტს ირონიული სიტყვებით ასრულებს: „გმადლობთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურო შტაბო! იმედი მაქვს, თქვენი შვილებიც ქვეით ჯარში მოხვდებიან და თქვენს ბრძანებებს შეასრულებენ“.

ცნობისთვის: შირშინმა ამ პოსტით თანამდებობა დატოვა, გენერალური შტაბი კი მოკრძალებულად დაჰპირდა ბრალდებების გამოძიებას.