„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გადაცემა „რეაქციაში“ წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ ხდება ხელისუფლების დამხობა – „ბოიკოტს ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ამ რეჟიმს თუ სხვა ქმედებაზე გადავდივართ?“ – ცისკარიშვილი აცხადებს: „ბოიკოტს ინარჩუნებ, საპროტესტო ტალღას აფართოებ, მეტ მომხრეს მოიმხრობ, კიდევ უფრო გააძლიერებ ოპოზიციურ მოძრაობას… ჩამოიშლება ვერტიკალი. ბიძინა ივანიშვილი რჩება მარტო“.

„ეს ყველგან გვინახავს : ჩვენს ქვეყანაში გვინახავს, უკრაინაში გვინახავს, აგერ, რამდენიმე თვის წინ ბანგლადეშში მოხდა, სირიაში, ყველგან ხდება და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა, იმ ვერტიკალის, რაზეც დგას, და მერე კი ბატონო, ჩატარდეს უკვე სამართლიან და თავისუფალ გარემოში ის არჩევნები, რომელსაც ასე გამალებით და გაშმაგებით ითხოვენ. ბიძინას მიერ დანიშნული და ჩატარებული არჩევნები, რა თქმა უნდა, მიუღებელია“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.