პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილება, ჩორჩანას მკვიდრმა ელგუჯა ხარაზიშვილმა ისაუბრა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ელგუჯა ხარაზიშვილს კითხვით მიმართა, თუ რა დანიშნულება აქვს აღნიშნულ საგუშაგოს და უზრუნველყოფს თუ არა უსაფრთხოებას ან უსაფრთხოების პრევენციას.
„ქართულ საგუშაგოს არანაირი დანიშნულება არ აქვს“, – განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.