კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველმა მხატვრებმა – ალექსანდრე ვაშაყმაძემ და თამარ ჩხიკვაძემ ნამუშევრები ფლორენციის XV ბიენალეზე წარადგინეს.
“წელს ბიენალეს ძირითადი თემა იყო „შუქისა და სიბნელის ამაღლებული არსი: დუალიზმისა და ერთიანობის ცნებები თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინში“.
ფლორენციის XV ბიენალე ისტორიულ ციხესიმაგრეში, ქალაქის კულტურულ ცენტრში – Fortezza da Basso-ში გაიმართა.
ბიენალე ფლორენციაში 1997 წლიდან ტარდება. წელს ღონისძიებაში 84 ქვეყნიდან 500-ზე მეტი მხატვარი და დიზაინერი მონაწილეობდა.
ბიენალეში ქართველი არტისტების მონაწილეობა თანამედროვე კულტურულ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობასა და საერთაშორისო არენაზე გასვლასა და დამკვიდრებას უწყობს ხელს”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



