პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლ „ალუდას“ პრემიერას შვილებთან ერთად დაესწრო.
საღამოს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
სპექტაკლით „ალუდა“, რომელიც ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნანუკა ხუსკივაძემ დადგა, თეატრის 131-ე სეზონი გაიხსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა დასს დადგმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
“შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო მსახიობებს, მთლიანად დასს, სამხატვრო ხელმძღვანელს იმისათვის, რომ ასე საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ჩვენი გენიალური ვაჟა-ფშაველას პოემა “ალუდა ქეთელაური”.
დღევანდელ სპექტაკლს ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა. თეატრი ძალიან დიდი ძალაა, სულიერ საზრდოს აძლევს ადამიანებს. კიდევ ერთხელ, მადლობა დასს ამ შესანიშნავი დადგმისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



