“ქვეყნის განვითარების მოქმედი სტრატეგია შედგენილი იყო 2030 წლის ჩათვლით. რაც შეეხება ახალ სტრატეგიას, იგი მომზადდება მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვის – 2026-2035 წლებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“სტრატეგიაში ასახული იქნება პრიორიტეტები შემდგომი ათი წლისთვის. რაც შეეხება თვითონ დოკუმენტის შინაარსს, ამაზე მინისტრებთან ერთად გვექნება საუბარი. ეს უნდა იყოს ძალიან ლაკონური დოკუმენტი; კომპაქტურად უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული პრიორიტეტი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, დღევანდელი დღიდან რა შედეგზე უნდა გავიდეთ 10 წელიწადში. ამას კონკრეტული ვადებით დაერთვება სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა პრემიერმა.