“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვესმის ევროკავშირის ბიუროკრატებისგან თითქოსდა ქვეყანაში არის უკუსვლა, ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები, თითქოსდა 2024 წლის არჩევნები არ ჩატარდა დემოკრატიულად, თუმცა ჩვენ არ გვაქვს არცერთი ფაქტი არც ეუთო/ ოდირისაგან, რომელიც აკვირდებოდა 2024 წლის არჩევნებს”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“არ გვაქვს არანაირი ფაქტი იმისა, რომ ქვეყანაში არის უკუსვლა. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა. ქვეყანა ძალიან ბევრი პარამეტრით ძალიან ბევრ საკითხებში უსწრებს არამცთუ წევრ ქვეყნებს, არამედ კანდიდატ ქვეყნებს.
ჩვეწნთვის ის მოლოდინები არ იყო უცხო, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტია ის რომ უსამართლობასთან, ტენდეციურობასთან გვაქვს საქმე. ფაქტობრივად შეფასება ხდება არაობიექტურად და ხდება იმიტომ, რომ ჩვენზე იძიონ შური.
იმისთვის რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი უკრაინასთან მიმართებაში და ძალიან კარგად იცით, ამ პატარა ქვეყანას რაც შეეძლო უკრაინასთან დაკავშორებით ყველაფერი გავაკეთეთ.
ასზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით და მოვაწერეთ ხელი, გავხსენით სკოლები, ბაღები. ბრალს გვდებენ თითქოსდა ჩვენ რეზოლუციებს მხარი არ დავუჭირეთ. რაც მტკნარი სიცრუეა. ფაქტები არსებობს და ამის ნახვა ყველას შეუძლია”,- განაცხადა რიმა ბერაძემ.



