ევროპა რატომ გვსჯის – ხშირად მეკითხებიან. გვადანაშაულებენ თუ რატომ მივიღეთ ის კანონები, რომელიც მივიღეთ”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

“ოჯახური ღირებულებების კანონი, რომელიც საქართველოს 3 ათას წლოვან ისტორიაში, როცა ჩვენი ქვეყანა დაფუძნებულია მართლმადიდებლობაზე, ქართულ კულტურაზე, იდენტობაზე, წარსულზე, ქართულ ოჯახზე, აი, ამასთან მიმართებაში გვეუბნებიან რატომ მივიღეთ ეს კანონი.

მეორე კანონი, რომელიც შეეხებოდა ლგბტ პროპაგანდას. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვთქვით ხმამაღლა, სანამ “ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში, ლგბტ პროპაგაბდა არ იქნება. თუმცა ინდივიდუალურად ადამიანები თავიანთ
გადაწყვეტილებებში თავისუფლები არიან და არავის უფლებებს არ ვარღვევთ.

ხმამაღლა ვამბობთ – არ იქნება პროპაგანდა სკოლებში და არავითარ შემთზვევაში არ დავუშვებთ ერთსქესიანთა ქორწინებას და ერთსქესიანთა წყვილებმა შვილად აიყვანონ ბავშვი.

მესამე ეს იყო გამჭვირვალობის კანონი და აქაც ხმამღლა ვამბობთ, რომ არ ვკეტავთ კარებს იმისათვის ვინც გვეტყვის და შეავსებს დეკლარაციას, რომ თანხები რომელიც შემოდის ქვეყნის გარედან სახელმწიფომ უნდა იცოდეს რას და ვის ხმარდება ეს თანხები. აქ მოხდა ყველაზე დიდი ვნებათაღელვა, ძალიან კარგად იცით ეს შემოსული თანხები რას ხმარდებოდა. მაგალითი გვქონდა 4 ოქტომბერი”,- განაცხადა რიმა ბერაძემ.