“დღეს 4 ნოემბერია. ერთი თვე გავიდა და რატომღაც მეგონა, რომ ევროკომისია როცა დაიწყებდა მუშაობას, აუცილებლად დაგმობდნენ იმ ფაქტს რაც მოხდა 4 ოქტომბერს. რაც მოხდა გარეძალებისაგან დაფინანსებული აგენტების მიერ როცა მათ სურდათ ქვეყანაში მოეწყოთ უკვე მერამდენე ჩაშლილი რევოლუცია”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“მოეწყოთ გადატრიალება. მტრული ძალები იდგნენ ამ ადამიანების გვერდით, მაგრამ შს სამინისტრომ, უსაფრთზოების სამსაზურმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გადატრიალება ქვეყანაში არ მომხდარიყო.
ჩვენ არ ვიცით სად ვიქნებოდით, იმიტომ რომ ძალიან მეშინოდა 4 ოქტომბრის, რადგან ისინი ყველაფერზე მიდიოდნენ იმისათვის რომ გადატრიალება მომხდარიყო.
რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა რომ საქართველოს მოსახლეობას დავპირდით და ვპირდებით დღესაც, რომ სანამ “ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში იქნება მშვიდობა.
ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, დავიცვათ ამ ქვეყანაში მშვიდობა. არ გვინდა ომი. როცა 20 კმ- ში დგას ოკუპანტი, რომელსაც ამ სიტუაციაში შეუძლია ჩვენს პატარა ქვეყანაზე, სადაც ერთი საზღვრიდან მეორე საზღვარზე 4-5 საათია საჭირო, ეს ქვეყანა 20 წუთში გაანადგუროს.
ამათ უნდათ ამ ქვეყნის დამხობა და ცდილობენ რომ კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში. კვლავ მიშა იყოს მათი ლიდერი, რადგან მათ ძალიან ბევრი რამ დაკარგეს.
დაკარგეს შემოსავლები, დამოკიდებულება, ფუფუნების მმდგომარეობა რაც წლების განმავლობაში გააჩნდათ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა არის ძალიან გონიერი.
საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა გამოუცხადა ნდობა “ქართულ ოცნებას”, არა პიროვნულად არამედ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეების გამო, ჩვენს მიერ გასაკეთებელი საქმეების გამო.
და კვლავ 2025 წლის თვითმართველობის არჩევებზე, ჩვენ ვეუბმებოდით მოსახლეობას, რომ ჩვენ აუცილებლად გათავისებული გვაქვს ის გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება.
და არა ისე როგორც გახარია მოიქცა. გაექცა გახარია თავის მოსახლეობას, გაექცა ლელო თავის მოსახლეობას, გაექცა “ნაციონალური მოძრაობა” და ყველა ოპოზიციური პარტია. მე მათ ოპოზიციურ პარტიას ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი ქვეყნის აგენტები არიან”,- განაცხადა რიმა ბერაძემ.



