“დიდება უფალს იმისთვის,  რომ ადამიანები სწორად აფასებენ ჩვენს დამოკიდებულებას, თითოეულ მოქალაქეზე ჩვენს ზრუნვას გვიბრუნებენ საარჩევნო პერიოდში საარჩევნო შედეგებით”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

“ვერცერთი ფაქტი ვერ მოიყვანა ეუთო/ ოდირმა 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროს რომ ჩვენ რაიმე გადაცდომა გვქონდა.

ელექტრონული არჩევნები, რომელიც ჩავატარეთ და ზუსტად ევროკავშირის მოთხოვნა იყო რომ ჩვენ ასეთი დემოკრატიული არჩევნები ჩაგვეტარებინა. როდესაც თვითმართველობის არჩევნები ჩავატარეთ, შენიშვნა ჩაგვიწერეს თქვენ ეუთო/ ოდირი არ მოიწვიეთო. ჩვენ მოვიწვიეთ 40 დღით ადრე, მაგრამ მათზე ისეთი ზემოქმედება და ზეწოლა იყო, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში არ ჩამოსულიყო, თუმცა ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა არჩევნებს და ერთი გადაცდომაც კი არ იყო ისეთი რადიკალური ფაქტი საარჩევნო პროცესის დაზიანების, რომელიც მოგვცემდა ფაქტს რომ არასწორად ჩავატარეთ არჩევნები.

რამდენიმე დღის უკან ლომჯარია გამოვიდა და  თქვა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აუცილებლად მზადება 2028 წლის არჩევნებისთვის. მოსახლეობა ყველაფერს ხედავს, მთავარია ხალხის აზრი. ჩვენი მთავარი დაკვეთა ევროპა კი არ არის, ჩვენი მთავარი დაკვეთა საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა. რაც დაგვიკვეთა ხალხმა იმას გავაკეთებთ. ანფარიშვალდებული ვართ საქართველოს მოსახლეობის წინაშე და მიმაჩნია, რომ ყველა იმ პროცესებს რასაც ქვია ხალხის კეთილდღეობა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა, უმუშევრობის შემცირება. ჩვენ ვიზრუნებთ ჯანსაღ მომავალზე, იცით რომ განსაკუთრებული ბრძოლა მიმდინარეობს კორუფციასთან, ნარკომანიასთან მიმართებაში. ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და ჯანსაღი მომავალი თაობა და ამ მიდგომებით ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება”,- აღნიშნა რიმა ბერაძემ.